ირაკლი კობახიხემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალადობას იწყებენ ყოველთვის მომიტინგეები.
“ამ სამი დღის მანძილზე ძალადობა ყოველთვის იწყება მომიტინგეების მხრიდან, შესაბამისად ეს აქციები არ არის მშვიდობიანი.
ძალადობის ინიციატორები ყოველჯერზე შეკრების მონაწილეები იყვნენ, ეს ძალადობა არის სისტემური და უხეში, გუშინ ხედავდით რომ მათ პიროტექნიკა გამოიყენეს პოლიციის წინააღმდეგ, ქვების სროლზე აღარაფერს ვამბობ.
იყო მცდელობა პარლამენტში შესვლაზე, აღარ მინდა გავაგრძელო, ეს ძალადობა არის სისტემური და წინასწარ დაორგანიზებული.” - თქვა ირაკლი კობახიძემ.