"ძალადობას შეუძლია რა თქმა უნდა მცირე რყევები გამოიწვიოს" - ირაკლი კობახიძე ლარის კურსის დასტაბილურდებაზე საუბრობს

2 weeks ago 15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "მცირე რყევები" დროებითია.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა:

"ეკონომიკური ზრდა სწრაფი ტემპით გრძელდება. ოქტომბრის თვე დასრულდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდით. შესაბამისად, 10 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 10%, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს წელს. ეს არის შარშანდელზე მაღალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება.

ასეთ რამდენიმედღიან ძალადობას შეუძლია რა თქმა უნდა მცირე რყევები გამოიწვიოს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად დროებითი. ლარი დასტაბილურდება, როგორც ეს მოხდა წინა რყევების შემთხვევაში, რამდენიმე დღით შეიცვალა ლარის კურსი, თუმცა შემდეგ დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს. აქაც იგივე იქნება, ლარის კურსი დასტაბილურდება და ეკონომიკაც დასტაბილურდება. წლის ბოლოსთვის, მე ვფიქრობ, გავალთ მინიმუმ 9.5%-ზე ეკონომიკური ზრდის კუთხით" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი მკვეთრად, დოლართან 7 თეთრით, ხოლო ევროსთან 6 თეთრით გაუფასურდა. 3 დეკემბერს კი ლარი დოლართან და ევროსთან 3-3 თეთრით გაუფასურდა.

სრულად წაკითხვა