"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არასწორად წარმოდგენის გამო" - რუმინეთის საგარეო

5 days ago 5

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ხუთ ქვეყანას, მათ შორის, რუმინეთს, მადლობა გადაუხადა "ქართველი ხალხის ინტერესების ევროკავშირის საბჭოზე დაცვისთვის".

"ძლიერ იმედგაცრუებას გამოვხატავთ, ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არასწორად წარმოდგენის გამო", - წერია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა.

ისინი, ასევე შეშფოთებას გამოხატავენ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო:

"ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირთან ასოცირების დიალოგის [შეჩერების] და ქართველების კანონიერი პროტესტის ძალადობრივი რეპრესიების შესახებ".

17 დეკემბერს, მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადავუხადა ხუთ ქვეყანას, "რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე", მათ შორის, დაასახელა, გ უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი.

16 დეკემბრის შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირმა დაიწყო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურა და ამ ეტაპზე არ დაუწესა სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.

სრულად წაკითხვა