დღეს, გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდის რიგებში მორიგი მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა და კარგი შეფასებებიც დაიმსახურა.
როგორც კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ ქლევერლიმ თქვა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გიორგიზე მოთხოვნა აუცილებლად იქნება, თუმცა კლუბს მისი გაყიდვა არ სურს.
დარწმუნებული ვარ, მის მიმართ ინტერესი იქნება, მაგრამ ვიცი, რომ კონცენტრირებული იქნება ბოლო მომენტამდე. ფინანსურად ყველაფერი რიგზეა, ამიტომ აუცილებელი არაა იანვარში ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელის გაყიდვა.
- თქვა ქლევერლიმ.