სახალხო დამცველის განცხადებით, დაზიანებების ადგილი და სიმძიმე, რომელიც პოლიციელებმა დემონსტრანტებს მიაყენეს, პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობააც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო პროპორციულ ძალას უყენებდა. ომბუდსმენი მივიდა დასკვნამდე, რომ „დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს“.
„მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის განცხადებიდან ირკვევა, რომ დაკავებულები თბილისის გარდა, მოთავებულები არიან ბაღდათის, გორის და ზესტაფონის დროებითი მოთავდების იზოლატორებშიც. კლინიკებში განთავსებული 75 პირიდან 56-მა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა (21-მა მათგანმა რეაგირება არ ისურვა). დაკავებულთაგან 44-ს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.
„საყურადღებოა, რომ ბოლო დღეებში, არაერთი დაკავებული მიუთითებს დაკავების შემდეგ პირადი ნივთების ჩამორთმევის ფაქტებზე“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.