წელს “ოცნება” დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას არ დაესწრება

6 hours ago 3

წელს, “ქართული ოცნების” მთავრობის წევრები არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმს და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას არ დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს “ოცნების” მთავროის ადმინისტრაციამ დაუდასტურა.

აქამდე, საქართველო ყოველწლიურად იყო წარმოდგენილი ორივე მათგანზე.

“ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს არ ეუბნებიან მიზეზს თუ რატომ არ მიდიან აღნიშნულ საერთაშორისო ფორუმებზე.

დავოსი ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმია, რომელიც 50 წელიწადზე მეტია იმართება და მისი მიზანი საერთაშორისო ეკონომიკური დიალოგების წარმართვაა. მასში მონაწილეობად სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესისა თუ ტექნოლოგიების სფეროს ლიდერები იღებენ. ფორუმს როგორც წესი, ესწრებიან წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი გაერთიანებები

მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში სულ მონაწილეობას მიიღებს 3 000 წარმომადგენელი 130 ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დებატების ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში. კონფერენცია თავს უყრის დიპლომატიაში არსებულ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და უკვე 50-ზე მეტი წელია, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო დიალოგს.

სრულად წაკითხვა