კინორეჟისორმა, ლანა ღოღობერიძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ წლების წინ როცა იგრძნო რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით ვითარდებოდა უარი თქვა სტიპენდიაზე.
“დიქტატურა წარმავალია, ხელოვნება კი უკვდავი. ქართველებს საოცარი, თანდაყოლილი არტისტიზმი გვაქვს. ხელოვნებამ მისცა სწორედ ქართველ ერს ის ენერგია, რომელიც გვაერთიანებს.
ასევე პირველად მინდა საჯაროდ ვთქვა, ასეთი რამ…წლების წინ, როცა ვიგრძენი, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით ვითარდებოდა, უარი ვთქვი სტიპენდიაზე“, – ამბობს ლანა ღოღობერიძე.