წუხელ აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავეს

2 weeks ago 5

წუხელ აქციაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლოზ ალავიძის ახლობლები ავრცელებენ.

ნიკოლოზ ალავიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს 2019 წელს, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს იკავებდა. ამის შემდეგ ის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტიც იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 დეკემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე კიდევ 48 პირი დააკავეს.

უწყების მტკიცებით, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეები დაკავებულები არიან სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.

სრულად წაკითხვა