წყალი 8 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

1 week ago 6

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„ხვალ, 11 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში ვეფხისტყაოსნის ქ. N92-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 დეკემბერს 23:00 საათიდან 12 დეკემბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

საბურთალოს რაიონში:

სოფ. დიღომში: ვეფხისტყაოსნის, ნესტან დარეჯანის, ნიკო ბურის, სტრაბონის და მირიან მეფის N 80, 80ა, 82, 82ა ქუჩებს.

ხვალ, 11 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში გორდის ქ. N15-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 დეკემბერს 22:00 საათიდან 12 დეკემბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ნაძალადევის რაიონში:

კლდეკარის, გორდის, ლაითურის, ფირცხალავას, ზედამზის თავისი შესახვევებით, მაჩხაანის, მირზაანის, სანავარდოს და ლამისყანას ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა