“წყლის ჭავლის ჯგუფმა დარბევაზე უარი თქვა, “ხარებას” დაჯგუფება მათ სასტიკად გაუსწორდა” – ყოფილი მაღალჩინოსანი

2 weeks ago 8

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი გომელაურის უწყებაში არსებულ ბუნტზე საუბრობს და “პირველებთან” სკანდალურ ინფორმაციას აჟღერებს. გოჩა ბერიძის თქმით, წყლის ჭავლის ჯგუფმა და შსს-ს კიდევ სხვა თანამშრომლებმა მოქალაქეთა დარბევაზე უარი თქვა და შსს-ს რიგები დატოვა, რის შემდეგაც, გდდ-ს შეფის, “ხარებას” დაჯგუფება მათ სასტიკად გაუსწორდა.

აღნიშნული თანამშრომლები არიან სასტიკად ნაცემები – ამბობს გოჩა ბერიძე და თითქმის დარწმუნებულია, რომ შსს-ს რიგებს კიდევ ბევრი თანამშრომელი დატოვებს.

“წყლის ჭავლის ჯგუფის თანამშრომლები და არიან ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ დარბევებში. მათ გააპროტესტეს ეს ყველაფერი და დატოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, “ხარებას” დაჯგუფება მათ გაუსწორდა სასტიკად. აღნიშნული თანამშრომლები არიან სასტიკად ნაცემები. შსს-ს ხელმძღვანელობა დგას დიდი შიშის წინაშე. მათ ეშინიათ, რომ ძალიან ბევრი თანამშრომელი დატოვებს უწყებას. აქედან გამომდინარე, მაქიმალურად ცდილობენ, თუნდაც ის ფაქტიც მოწმობს ამას, რომ “ხარება” ადგილზე აკონტროლებს სიტუაციას. მათ არ აქვთ ბოლომდე ამ სპეცრაზმელების იმედი და მაქსიმალურად ხდება კონტროლი, რათა არ მოხდეს თანამშრომლების გადინება. მაგრამ ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, ძალიან ბევრი აპირებს წასვლას”, – აცხადებს გოჩა ბერიძე. 

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მოქალაქეების დარბევისა და ანგარიშსწორების ფონზე, პოსტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა დატოვა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, გადადგა დარბევის დეპარტამენტის უფროსი და მისი ოთხი მოადგილე გადადგა.

ამასთან, ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო 112-ის თანამშრომელმა და აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა დატოვა.

,,შსს – ში მიმდინარე ბოლო ცნობები!.. მეორე, მესამე და მეოთხე ასეულებში ბუნტია!” – რას წერს თადარიგის პოლკოვნიკი

სრულად წაკითხვა