საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გარდაიცვალა ვეტერანი მოჭიდავე, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე. მსოფლიოს ვიცეჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი.
თანაგრძნობას ვუცხადებთ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ გეგეშიძეს და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ გეგეშიძეს, მამის გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.