“ხალხის წინააღმდეგ უცნობი ეტიოლოგიის ტოქსიკური საშუალებების გამოყენება – წამებაა, რაც აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით” – ემპათია

2 weeks ago 6

ცენტრი “ემპათია” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უცნობი ეტიოლოგიის ტოქსიკური საშუალებების გამოყენება, განიხილება როგორც წემება და სასტიკი მოპყრობა.

“გაზი, წყლის ჭავლის გამოყენება ახლო დისტანციიდან დაბალ ტემპერატურაზე, შეუიარაღებელი მომიტინგეების დევნა, შორს დისტანციაზეც კი – განიხილება როგორც სპეციალური პოლიციური საშუალებების დასჯის მიზნით გამოყენება, რაც საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება, როგორც წამება და სასტიკი მოპყრობა.

ამავდროულად, დაკავებულთა სასტიკი ცემა ბლაგვი საგნებით, უპირატესად თავისა და სახის არეში, მოტეხილობებითა და თავის ტვინის ტრავმებით, დამამცირებელი მოპყრობა, ვიდეო გადაღებით, სპეციალური დანიშნულებისა და პოლიციის სხვა დანაყოფთა მხრიდან არის სისტემური წამება, რაც აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით, საქართველოს კონსტიტუციით და სსკ – თი. წამების აკრძალვა არის აბსოლუტური და არ აქვს საგამონაკლისო შემთხვევა. აღნიშნულ დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობა და არ ექვემდებარება შეწყალებას”, – წერია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა