4
ტვ პირველის ცნობით, სისხლიანი გარჩევა მოხდა ვარკეთილის მეტროსთან – ადგილობრივმა მოვაჭრეებმა და გამვლელებმა დაინახეს, როგორ გაუსწორდნენ ჯგუფურად ახალგაზრდა კაცს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები, ე.წ სპიცით ჭრილობა მიაყენეს და გაიქცნენ.
სისხლიანი გარჩევა ხალხმრავალ ადგილას საღამოს 7 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ბიჭი მეტროში ჩადიოდა, მამაკაცების ჯგუფს რომლებიც ქუჩაში სვამდნენ, უხამსი სიტყვების გამო შენიშვნა მისცა, რამაც იქ მყოფები გააღიზიანა. ადგილზე მყოფების მონაყოლით ირკვევა, რომ ახალგაზრდას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი თავს დაესხნენ.
გარემოვაჭრეების ცნობით, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ, ამბობენ, რომ დაჭრილს პირველადი დახმარება სხვა გამოძახებაზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმმა აღმოუჩინა, შემდეგ კი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები გუშინ საღამოსვე ჩატარდა. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, თუმცა დააკავა თუ არა შსს-მ ვინმე მომხდარზე, უცნობია.