ხაშურის და ქარელის მორთვისთვის 197 450 ლარი დაიხარჯება – თანხას 2 კომპანია გაიყოფს

2 days ago 4

ხაშურის და ქარელის მორთვისთვის 197 450 ლარი დაიხარჯება. ამ თანხას ორი კომპანია “ჯეო სტრიმი” და “დანდი” გაიყოფენ, რომლებიც ორივე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ერთდროულად მონაწილეობდნენ. 

როგორ მიმდინარეობდა ტენდერები? 

საახალწლო სამზადისთვის ტენდერი ქარელის მერიამ 18 ნოემბერს გამოაცხადა. ხაშურის მერიამ კი 22 ნოემბერს. ორივე ტენდერში მხოლოდ 2 კომპანია “ჯეო სტრიმი” და “დანდი” მონაწილეობდა. 

9 დეკემბერს, “ჯეო სტრიმი” ქარელის მერიამ გამარჯვებულად გამოაცხადა, რის შემდეგაც კომპანიამ ხაშურის მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა და 50 450 ლარის ღირებულების ტენდერი მეორე კომპანიას, “დანდის” დაუთმო. 

შედეგად,  შპს “დანდი” ხაშურის ბიუჯეტიდან 50 ლარს მიიღებს, ხოლოდ ქარელის ბიუჯეტიდან 147 000 ლარი შპს “ჯეო სტრიმს” ერგო 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით:

  • – შპს “დანდიმ” ორ დღეში ხაშურის ცენტრში ნაძვის ხე უნდა ააწყოს და ქალაქის ტერიტორიაზე საახალწლო დეკორაციები განათავსოს. 
  • – შპს “ჯეო სტრიმმა” კი ქარელის მერიას ახალი ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები მიაწოდა;

აღსანიშნავია, რომ ხაშურისა და ქარელის მერიებს აღნიშნული კომპანიებიდან ერთ-ერთთან გასულ წლებშიც უთანამშრომლია. კერძოდ, “დანდისთვის 2022-23 წლებში ხაშურის მერიას გაფორმებული აქვს 282 045 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები, ხოლო ქარელის მერიას ამავე წლებში კომპანიისთვის 112 068 ლარი აქვს გადახდილი. 

ორივე კომპანიას ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 268 500 ლარი აქვს მიღებული. აქედან ტენდერების გზით – 10 077 400 ლარი. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, ორივე კომპანიის ისტორიაში ფიქსირდება ტენდერების დაბალი კონკურენციის ან უკონკურენტოდ მოგების შემთხვევები. 

სრულად წაკითხვა