ხაშურის მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლაში უშუქობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა.
ხაშურის რესურცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, სკოლებში ვერ ხერხდება გათბობის სისტემის ჩართვა.
“ქემფრის, ცოცხნარის, ქინძათის, ცხრამუხის, ხცისის, ტეზრის, წრომის და ბრილის დაწყებით სკოლაში შეჩერდა სასწავლო პროცესი უშუქობის გამო, რადგანაც ცენტრალური გათბობა ვერ ჩართეს და საკლასო ოთახებში არ არის დამაკმაყოფილებელი ტემპერატურა“, – გვითხრა მანანა აბაზაძემ.
ელექტრო ენერგიის პრობლემა ხაშურის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო შეიქმნა – პარასკევს საღამოს მუნიციპალიტეტში თოვლი და ძლიერი ქარი იყო.