WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აბონენტების ნაწილს 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალუბანი, მისაქციელი, სელექცია, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში;

14:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ალოტი და მიმდებარე სოფლებში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აბონენტების ნაწილს ხვალ წყალმომარაგებაც შეეზღუდება.

წყნეთი, შოთა რუსთაველის ქ. 2 ჩიხი, N1-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/5/2026 19:00 დან 11/6/2026 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შოთა რუსთაველის N27-N39 (კენტები) რუსთაველის 2, 3 ჩიხი, ალ. ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, არსენას N1-N27 (კენტები) N2-N30 (ლუწები).

ნაძალადევის რაიონში, ღრმაღელის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11/5/2026 22:00 დან 11/6/2026 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნაძალადევის რაიონი დადიანის N 303-329 (კენტები), კონსტანტინე ილურიძის ქ. 2 შეს, გვაზაურის მე-2 შეს, ბეჟანიშვილის, თმოგვის, დაისის, ღრმაღელის ქუჩას, ქსოვრელის, ქართლის, ქართველიშვილის, კნოლევის, ღოღობერიძის, ტოროშელიძისა და ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს.

ისანი, ალექსანდრე ხახანაშვილის ქ. N24-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/5/2026 22:10 დან 11/6/2026 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გუთნის ქ.: 36-44, 27,33, ხახანაშვილის ქ.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N12-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/5/2026 17:00 დან 11/6/2026 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N 1-49, N 2-54.

მთაწმინდა, გერგეთის ქ. შეს. N3-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/5/2026 20:30 დან 11/6/2026 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მთაწმინდაზე ოქროყანის ქუჩას, წავკისის ქუჩას, შინდისის ქუჩას, კოჯრის გას. მარო მაყაშვილის აღმართს, ავთანდილის, შხეფის, ს. მესხის, ბოლო აღმართის, ამაღლების N 39-47(კენტებს), ამაღლების N12, ამაღლების გასავალს, ამაღლების ხეივანს, ამაღლების მე-3 ჩიხს, ასათიანის N 35- 43 (კენტებს) და N 56-66 (ლუწებს), ასათიანის მე-2 შესახვევს.