„ჯერ კორ­დონ­ში ურტყეს, შემ­დეგ მან­ქა­ნა­ში, აგინებდნენ“ – რას ყვებიან აქციის დროს დაკავებულები

2 weeks ago 18

„ჯერ კორ­დონ­ში ურტყეს, შემ­დეგ მან­ქა­ნა­ში, აგინებდნენ“ - რას ყვებიან აქციის დროს დაკავებულები2 დე­კემ­ბერს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი ზა­ჰე­ჰის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ჰყავთ გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მათი ნა­წი­ლი ად­ვო­კა­ტებ­მა უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლეს. რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ლაშა ტყე­შე­ლა­ძე აცხა­დებს, მან 3 და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა, რო­მელ­თა­გა­ნაც 2 სპეც­რაზ­მე­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

-როცა და­ა­კა­ვეს, ჯერ კორ­დონ­ში ურტყეს, შემ­დეგ მან­ქა­ნა­ში ჯერ ერთი ჯგუ­ფი, მერე მე­ო­რე ჯგუ­ფი გა­უს­წორ­და ფი­ზი­კუ­რად, აგი­ნებ­დნენ. რო­გორ შე­ჩერ­დნენ-მეთ­ქი – ვკი­თხე, ალ­ბათ, და­ი­ღალ­ნე­ნო, მერე უფ­რო­სი მო­ვი­და, დრო­ზე წა­მო­დი­თო, „ბოს, მოდი ერთხე­ლაც და­მარ­ტყმე­ვი­ნეო“, ერთხე­ლაც და­მარ­ტყა და ამის შემ­დეგ წა­ვიდ­ნე­ნო. ასე­თი მოქ­ცე­ვა მხო­ლოდ და­კა­ვე­ბის უკა­ნო­ნო­ბა არაა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, არა­კა­ცუ­რი, არა­ქარ­თუ­ლია, ეს არ შერ­ჩე­ბათ. სა­მი­დან ორს და­ზი­ა­ნე­ბა აქვს, – გა­ნა­ცხა­და ტყე­შე­ლა­ძემ.

ამბები.ჯი

სრულად წაკითხვა