“ჯიპიაი ჰოლდინგის” თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

1 week ago 7

1

“ჯიპიაი ჰოლდინგის” თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა.

როგორც “ჯიპიაი ჰოლდინგის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სალი ბაქრაძემ “მთავარი არხის” ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, საპროტესტო აქციაზე სხვა კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

“ჯიპიას” თანამშრომლები შევუერთდით საყოველთაო აქციას და ყოველდღე, 2 საათის განმავლობაში გავიფიცებით. დღესაც გავიფიცეთ, ვმართავთ აქციას. აქ არიან სხვა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც. ხვალ გვექნება მსვლელობა, რის მერეც მთავარ აქციას შევუერთდებით. ხვალ 17:00-დან გვაქვს დაგეგმილი მსვლელობა”, – განაცხადა ბაქრაძემ.

სრულად წაკითხვა