ჯორჯესკუს მომხრეები რუმინეთში არჩევნების შედეგების გაუქმების წინააღმდეგ გამოვიდნენ

2 weeks ago 8

8 დეკემბერს რუმინეთის პრეზიდენტობის პრორუსი კანდიდატი, კელინ ჯორჯესკუ და მისი მომხრეები საპროტესტო დემონსტრაციაზე გამოვიდნენ ბუქარესტში.

ისინი მოითხოვენ, გადაიხედოს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 6 დეკემბერს გაუქმდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები.

როგორც რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური იტყობინება, 100-ზე მეტი ადამიანი, ჯორჯესკუს მეთაურობით, დახურული საარჩევნო ოლქის შენობის წინ შეიკრიბნენ ბუქარესტის ცენტრში, შეძახილებით "ძირს დიქტატურა!" და " ხმის მიცემა გვსურს!". არჩევნების პირველი ტურის შედეგები რომ არ გაეუქმებინა სასამართლოს, მეორე ტური, 8 დეკემბერს, გაიმართებოდა.

ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე მივიდა "დემოკრატიის სახელით" და რომ სასამართლომ "გააუქმა რუმინელი ხალხის ფუნდამენტური ღირებულებები".

მან ასევე განაცხადა, რომ (გამომსვლელებს) არ მოუწოდებს არანაირი მოქმედებისკენ, ხოლო საპროტესტო აქციას "დუმილის წუთი" უწოდა. ამასთან, საპროტესტო აქციაზე მისვლის მოწოდება დახურულ საარჩევნო უბნებთან, მან წინა დღეს სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური რუმინეთში 24 ნოემბერს გაიმართა.

პოლიტოლოგების პროგნოზების მიუხედავად, ყველაზე მეტი ხმა (22,9%) მოიპოვა მემარჯვენე პოლიტიკოსმა, კელინ ჯორჯესკუმ. მეორე ტურში მისი კონკურენტი - ამომრჩეველთა ხმების 19,17 %-ით - იყო ელენა ლასკონი.

თუმცა, 6 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ტურის შედეგები გააუქმა მას შემდეგ, რაც სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტები, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციას, სავარაუდოდ, 25 ათასი ბოტი-ანგარიში ეწეოდა ტიკტოკში.

სპეცსამსახურები აგიტაციას მოსკოვს უკავშირებენ. ჯორჯესკუ რუსეთთან კავშირს უარყოფს და არჩევნების შედეგების გადახედვას მასზე პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს. 62 წლის სასოფლო-სამეურნეო ინჟინერი, კელინ ჯორჯესკუ ადრე ულტრამემარჯვენე "რუმინელების გაერთიანების ალიანსში" შედიოდა, რომლის მიზანია რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანება. საპრეზიდენტო არჩევნებში ის მონაწილეობდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.

წინასაარჩევნო კამპანიისას, ჯორჯესკუ აკრიტიკებდა ნატოს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას, და ამომრჩევლებს რუსეთთან დაახლოებისკენ მოუწოდებდა.

სრულად წაკითხვა