ჰელსინკის კომისია: საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ადამიანის უფლებების შელახვისთვის

2 weeks ago 8
აშშ-ის კონგრესი. ფოტო: ვიკიპედია

ამერიკელმა კანონმდებლებმა დაგმეს საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობა და მისი გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, და მას ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების ღალატი უწოდეს.

3 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებმა, თანათავმჯდომარემ ბენ კარდინმა, მაღალი რანგის წევრმა როჯერ ვიკერმა და ჯონ კორნინმა დაგმეს „ქართული ოცნება“ დემოკრატიულ რეფორმებზე უარის თქმისა და აქციის მოინაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენების, ასევე მასობრივი დაპატიმრებების გამო.

„ამ ქმედებებს საქართველო რუსული სტილის ავტოკრატიისკენ მიყავს“, – განაცხადა კომისიამ და დასძინა: „საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული პრინციპების შელახვაზე, პასუხი უნდა აგოს საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“.

ამერიკელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა ქართველების მიმართ, რომლებიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული ღირებულებებისკენ ისწრაფვიან და განაცხადეს, რომ „ქართველი ხალხის თავგანწირვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩვენს სოლიდარობასა და მოქმედებას მოითხოვს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა