ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის,  16 – 22 დეკემბერი

6 days ago 6

2024 წლის ბოლო თვის ეს კვირა ძალიან სავსე და  საინტერესო იქნება. ვიღაც უკვე საახალწლო საზრუნავების მორევში ტრიალებს, ვიღაც შეეცდება, სწრაფად აღმოფხვრას ყველა ნაკლოვანება სამუშაოში. იქნებიან ისეთებიც, რომლებიც სკეპტიკურად იტყვიან: „არ მომწონს ეს საახალწლო აურზაური და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ!“ თუ თვლით, რომ აღწერილი კატეგორიებიდან ბოლოს მიეკუთვნებით, იცოდეთ, რომ ბევრის დაკარგვას რისკავთ! უმჯობესია ისიამოვნთ იმ ბავშვების გაბრწყინებული ღიმილით, რომლებსაც საჩუქრებს ჩუქნით და წინასადღესასწაულო სამზადისით განიმუხტოთ უარყოფითი ემოციებისგან.

ვერძი

ძალიან ბევრი იმუშავეთ და სამართლიანად იმსახურებთ კარგ დასვენებას, თუმცა ამ კვირაში სხვადასხვა, მუდმივად ცვალებადი მოვლენები მოითხოვს თქვენს ყურადღებას და მონაწილეობას, ასევე, გადამწყვეტ და სწრაფ რეაქციას. შეეცადეთ, არ დაელოდოთ მყისიერ ცვლილებებს, მოუსმინეთ თუნდაც თქვენი ინტუიციის  ხმას. სანამ რამეს იტყვით, ჯერ კარგად დაფიქრდით. მიიღეთ კრიტიკა ობიექტურად, გააანალიზეთ ნათქვამი და გამოიყენეთ ეს გამოცდილება განვითარებისთვის.

კვირის ბოლოს ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ვარსკვლავების გავლენამ  შეიძლება მოულოდნელი ხარჯები გამოიწვიოს.

სასიკეთო დღეები: 16, 21.

არასასიკეთო დღე: 19.

კურო

ორშაბათი პირად ცხოვრებაში წარმატებას გპირდებათ. ყველაზე რთული ხასიათის მქონე ადამიანებიც კი იქნებიან თბილები და აჩვენებენ თავიანთ საუკეთესო მხარეებს. თუ პარასკევი არ იქნება ძალიან დატვირთული სამუშაოთი, ადრე  უნდა წახვიდეთ სამსახურიდან და მოძებნოთ საჩუქრები და დეკორაციები დღესასწაულისთვის. საშუალება გექნებათ, დიდი დრო გაატაროთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.

შაბათ-კვირა კარგი პერიოდია სახლის მოსაწყობად, ინტერიერის, ავეჯის განახლებისთვის და ა. შ. კვირა შესანიშნავი დღეა ახალი ნაცნობობისთვის.

სასიკეთო დღეები: 18, 22.

არასასიკეთო დღე: 17.

ტყუპი

კარგი დროა, როცა გრძნობ, რომ შენი სანუკვარი ოცნების ასრულების გზაზე დგახარ, თუმცა ზოგიერთი თქვენგანი, ვარსკვლავების გავლენის გამო, შესაძლოა იძულებული აღმოჩნდეს, რომ რთული პირადი ვალდებულებები აიღოს. გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით  და შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში სიტუაციის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. კრეატიულობა წარმატებას მოგიტანთ, ახალი იდეები იქნება მოთხოვნადი და თქვენს შემოსავალს გაზრდის.

შაბათ-კვირას საშუალება გექნებათ, თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის დიდებული დღესასწაული მოაწყოთ.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 21.

კირჩხიბი

თქვენი სურვილები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს თქვენს შესაძლებლობებს. ამდენად, ამ კვირაში თქვენი მთავარი ამოცანაა, იპოვოთ კომპრომისი „მინდა, შემიძლია და მჭირდებას“ შორის. როგორც კი მას აღმოაჩენთ, სიმშვიდე და თავდაჯერებულობა დაგეუფლებათ. სამსახურში შესაძლოა კომპლიმენტებით აგავსონ, რადგან თქვენს საუკეთესო მხარეს გამოავლენთ. ეცადეთ, არ იყოთ ემოციური გადაწყვეტილების მიღებისას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე ნებისმიერ ფასად.

შაბათ-კვირას ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე სახლში და თავიდან აიცილოთ უთანხმოება, რომელიც შესაძლოა ვარსკვლავების არასახარბიელო გავლენით იყოს გამოწვეული.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

ლომი

ამ კვირაში, რიგ ვარსკვლავთა გავლენით, დაცული იქნებით ყოველგვარი სირთულისა და უსიამოვნებისგან, მათ შორის, თქვენი მოწინააღმდეგეების შესაძლო მაქინაციებისგან, რომლებსაც სურთ, ზიანი მოგაყენონ. არც კი გჭირდებათ, რაიმე გააკეთოთ მათ წინააღმდეგ. უბრალოდ, იყავით მშვიდად,  ნუ ჩავარდებით პანიკაში და არ გახდეთ აგრესიული, რადგან ეს მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. თითქმის ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ახდება, ამიტომ სანამ სურვილებს ჩაიფიქრებთ, იფიქრეთ იმაზე, რის მიღებაც ნამდვილად გსურთ.

იწყება პერიოდი, როდესაც თქვენი ბედნიერება თქვენს ხელში იქნება. გამოიჩინეთ წინდახედულობა, იყავით ენერგიული, ინიციატივიანი და იბედნიერეთ!

სასიკეთო დღეები: 17, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

ქალწული

ეს კვირა წარმატებას გპირდებათ, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ შეწყვეტთ ღრუბლებში ფრენას და დაიწყებთ თქვენ ირგვლივ მომხდარის სერიოზულ ანალიზს. თქვენი მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ, მაგრამ ეცადეთ, არ ჩაერიოთ ჩხუბში, რადგან შეიძლება თქვენი უღრუბლო განწყობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ახლა უმჯობესია თავი შეიკავოთ პროექტებისგან, რომლებიც ძალიან მაცდურია, მაგრამ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის!

კვირის ბოლოს შეეცადეთ, გამონახოთ დრო დასვენებისა და განტვირთვისთვის. მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები თქვენს პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 17, 22.

არასასიკეთო დღე: 19.

სასწორი

ეს კვირა ბევრი თქვენგანისთვის სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება სავსე როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. სამსახურში ყველა მიზანს მარტივად მიაღწევთ, პარტნიორები კი სიამოვნებით დაგიჭერენ მხარს. სამშაბათი კარგი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად და დიდი ხნის დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ოთხშაბათს შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ დატვირთვა, არ დაგეგმოთ სერიოზული შეხვედრები. შაბათს თქვენი სამუშაო არაეფექტური იქნება, მოგიწევთ დიდი ძალისხმევა სასურველი შედეგის მისაღწევად.

პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზებს კვირას ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 20.

მორიელი

ეს კვირა შეიძლება საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ შეძლებთ სიტუაციის გააზრებას და გამარჯვებული გამოხვალთ. დიდი ხნის პრობლემა, რომელიც გაწუხებთ, თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება, თუმცა მოგიწევთ დაბრკოლებების გადალახვა სასურველი შედეგის მისაღწევად. ენდეთ თქვენს ინტუიციას და საყვარელი ადამიანების რჩევებს. კვირის ბოლოს მიხვდებით, რომ სწორ გზაზე დგახართ.

ბევრ თქვენგანს კარგი შანსი აქვს, საკუთარი ინვესტიცია მომგებიან ბიზნესში ჩადოს. უმჯობესია შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 16.

მშვილდოსანი

ამ კვირაში თუ შეიარაღდებით თქვენი თანდაყოლილი ოპტიმიზმით, ადვილად შეძლებთ გადალახოთ ნებისმიერი სირთულე როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში დიდი უსიამოვნებისა და ძალისხმევის გარეშე. პრობლემები, რომლებიც ადრე გადაუჭრელი ჩანდა,  წვრილმანებში გადავა და მათი გადალახვა რთული არ იქნება. თქვენი ეფექტურობა, შრომისმოყვარეობა და თავდაჯერებულობა შეიძლება ირგვლივ მყოფებს შურდეთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ეს მათი პრობლემაა. ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილი დარჩებით.

თქვენი ოჯახი მზად იქნება გაგიწიოთ ნებისმიერი დახმარება. რეკომენდებულია გაიხსენოთ და აღადგინოთ ძველი კავშირები და ნაცნობობა, რომლებიც რატომღაც თითქმის დავიწყებული გქონდათ.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 18.

თხის რქა

ამ კვირაში, დიდი ალბათობით, არ მოგწყინდებათ. ვარსკვლავების გავლენის გამო, ზედმეტად დაკავებული იქნებით პირადი და პროფესიული საქმეებით. სავარაუდოდ, გადაუდებელი ფინანსური საკითხების გადაჭრას დიდი დრო დასჭირდება. ამის გამო თქვენმა ახლობლებმა შესაძლოა თქვენი მხრიდან ყურადღების ნაკლებობა განიცადონ და იფიქრონ, რომ მათ უგულებელყოფთ. ამის თავიდან ასაცილებლად შეეცადეთ, აუხსნათ სიტუაცია ახლობლებს და იპოვოთ ბალანსი სამუშაოსა და კომუნიკაციას შორის.

საკუთარი გეგმებისა და იდეების განხორციელებისას შეეცადეთ, არ მოუსმინოთ სხვების რჩევებს, უფრო მეტად  საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს უნდა დაეყრდნოთ. ასევე, ეცადეთ ყურადღებით იყოთ და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ.

სასიკეთო დღეები: 17, 22.

არასასიკეთო დღე: 20.

მერწყული

ამ  კვირაში  შესანიშნავი შანსი გექნებათ, მოაგვაროთ ზოგიერთი წინააღმდეგობა, რომელიც აწუხებდა და აწუხებს თქვენს ოჯახს, მაგრამ ეს თქვენი მხრიდან გონივრულ კომპრომისს მოითხოვს. ოთხშაბათს მთელი თავისი დიდებულებით უნდა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები სამსახურში. ბევრი თქვენგანის ყურადღება, ძირითადად, ფულთან პრაქტიკულ მიდგომასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაზე იქნება მიმართული.

შაბათს  შეეცადეთ, დაალაგოთ სახლი და დაიწყოთ მზადება არდადეგებისთვის. კვირას შესაძლოა მოულოდნელი სტუმრების დახვედრა მოგიწიოთ,  რომელთა ჩამოსვლაც ძალიან გაგახარებთ.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 17.

თევზები

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, მოაწყოთ მნიშვნელოვანი ღონისძიება და გააფორმოთ მომგებიანი კონტრაქტი. საქმიანი კონტაქტები ხელსაყრელი იქნება. უბრალოდ, შეეცადეთ არ მოიტყუოთ ან არ დაარღვიოთ თქვენი ახლობლებისა და მეგობრებისთვის მიცემული დაპირებები. შაბათს მოერიდეთ ძალისა და ენერგიის უაზრო ხარჯვას. არ არის გამორიცხული გარკვეული სამართლებრივი პრობლემები. შეეცადეთ, იყოთ მშვიდი და გაწონასწორებული, რაც ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ.

იყავით ყურადღებიანი საყვარელი ადამიანების მიმართ.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 16.

თამთა გურული

სრულად წაკითხვა