ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23 – 29 დეკემბერი

10 hours ago 5

ამ წლის ბოლო კვირა სავსე იქნება როგორც სასიამოვნო საზრუნავებით, ისე გამოუცნობი გაუგებრობებით. ძალიან ნუ გაგიკვირდებათ, თუ უახლოეს დღეებში მოულოდნელად აღმოაჩენთ საგანს, რომელზეც ფიქრობდით, რომ საბოლოოდ დაიკარგა, ან თუ თქვენ გვერდით კვლავ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არ გინახავთ. ეს ყველაფერი საახალწლო სასწაულების გამოვლინებაა, რომელიც, ფაქტობრივად, ყველგან მოხდება. შეგიძლიათ რაციონალურად გამოიყენოთ ეს საახალწლო მაგია! საკმარისია გაიხსენოთ თქვენი ყველაზე სანუკვარი მიზანი, გონებით დაიჯეროთ მისი უცილობელი განხორციელება და, რა თქმა უნდა, დაელოდოთ ზამთრის კეთილ ჯადოქარს, რომელიც ოცნებას აუცილებლად აგისრულებთ!

ვერძი

ამ კვირაში არ არის გამორიცხული, მოულოდნელმა პრობლემებმა გაართულოს თქვენი ცხოვრება. ეს, პირველ რიგში, შეიძლება ეხებოდეს თქვენს ურთიერთობას ირგვლივ მყოფებთან, მათ შორის, საყვარელ ადამიანებთან. პროფესიულ სფეროში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ: თუ მოულოდნელად რაღაც გამოგრჩათ, თქვენი პროექტები მარცხის საფრთხის წინაშე დგება. გააკეთეთ ყველაფერი ამ დღეებში, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და გაუგებრობები.

შეეცადეთ, მოუსმინოთ გონიერების ხმას. ბევრს დაუკავშირდებით და ახალ ადამიანებს შეხვდებით. ეცადეთ, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ და არა მხოლოდ ისაუბროთ, არამედ მოსმენის კულტურაც გამოავლინოთ. კვირის ბოლოს სიცოცხლისუნარიანობის მატებას იგრძნობთ და დღესასწაულის სასიამოვნო მოლოდინებით გახალისდებით.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

კურო

ეს პერიოდი ძალიან კარგ შესაძლებლობას მოგცემთ, რომ კარიერაზე იფიქროთ. სავარაუდოდ, თქვენი პროექტის განხორციელება დაიწყება და ამას მენეჯმენტი ძალიან დააფასებს. ასევე, დიდი შანსია, რომ ჩაერთოთ ვინმეს შემოქმედებით ან კვლევის პროცესში. არ გამოტოვოთ, შესაძლოა ახალი პერსპექტივები გაიხსნას თქვენს წინაშე. ბევრი გაუგებრობა და პრობლემა წარსულს ჩაბარდება, გაუმჯობესდება კოლეგებთან, მეგობრებთან და საერთოდ, ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობა.

თუმცა, შაბათ-კვირის მოახლოებასთან ერთად, ფრთხილად იყავით ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან მოსალოდნელია მატერიალური დანაკარგები. ბევრ თქვენგანს მოუწევს ამ კვირაში ფოკუსირება საოჯახო საქმეებზე ან პირადი ცხოვრების ორგანიზებაზე.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 27.

ტყუპი

ამ კვირაში დამატებითი პროფესიული პასუხისმგებლობები დიდ დროს წაგართმევთ. ამგვარ ვითარებაში მონდომება და პოზიტიური დამოკიდებულება თქვენი მთავარი კოზირია. შეეცადეთ მშვიდად აღიქვათ ინფორმაცია, რომელიც მთლად სასიამოვნო არ იქნება. რთული სიტუაცია მალე თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. თუმცა, დიდი ალბათობით, ვერც კი გამონახავთ საკმარის დროს საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. ამის გამო წინასაახალწლო დღეებში ზოგიერთ თქვენგანს დაპირებების შესრულება ძალიან გაუჭირდება. შეეცადეთ აუხსნათ ოჯახს სიტუაცია გარკვევით და დამაჯერებლად, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა.

საბოლოო ჯამში, თქვენი წარმატება სამსახურში სარგებელს მოგიტანთ როგორც პირადად თქვენ, ასევე მთელ თქვენს ოჯახს. თქვენ მიიღებთ ბედის ნამდვილ საჩუქარს, თქვენი სანუკვარი სურვილები ახდება.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

კირჩხიბი

ბევრი თქვენგანი იგრძნობს ნანატრ შვებას, რადგან პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ, წარსულს ჩაბარდება. ამ კვირაში ნაკლები სტრესი გექნებათ და მეგობრებთან ერთად დასვენების დროსაც კი გამონახავთ. დიდი ალბათობაა, რომ პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს შეამჩნევთ, ვინც სამუშაოს ეძებდა, მომგებიან შეთავაზებებს მიიღებს. თქვენი შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

თუ კვირის დასაწყისში რაიმეში წარმატებას ვერ მიაღწევთ, არ იდარდოთ, გააკეთეთ სხვა რამ და ეს პრობლემა თანდათან მოგვარდება. უახლოეს დღეებში შეგიძლიათ მიაღწიოთ ურთიერთგაგებას ყველაზე რთულ ადამიანებთანაც კი. დროა მოემზადოთ საახალწლოდ.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 26.

ლომი

ამ კვირაში შესაძლოა კრეატიული იდეები წამოვიდეს თქვენგან. თუმცა ეს პერიოდი კარგი დროა დაგეგმვისა და პრიორიტეტების დასადგენად, მაგრამ არა თქვენი იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად. ჯერჯერობით თქვენ უნდა გაუმკლავდეთ დაუმთავრებელ საქმეებს. ზოგიერთმა თქვენგანი იმედგაცრუებულია, რადგან თვლის, რომ პროფესიულ ცხოვრებაში შრომისმოყვარეობით დამსახურებული აღიარება ვერ მიიღო. პროფესიული ზრდისა და სულიერი წინსვლის მნიშვნელოვანი პერიოდი წინაა.

კვირის ბოლოს შესაძლოა მეგობრებთან და ნათესავებთან გარკვეული უთანხმოება წარმოიშვას ახალი წლის აღნიშვნის თაობაზე, შეეცადეთ დაძლიოთ ისინი და იპოვოთ კომპრომისი. კარგად გაერთეთ, მაგრამ თავი არ დაკარგოთ საოფისე წვეულებაზე.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 27.

ქალწული

ამ კვირაში შესაძლოა ემოციებმა ხელი შეგიშალოთ, ამიტომ მიზანშეწონილია დაბალანსებული მიდგომა სამუშაოს ან სოციალური წრის შეცვლის საკითხებში. შეეცადეთ არ ჩაიდინოთ იმპულსური ქმედებები, სავარაუდოდ, ისინი არახელსაყრელია. ნუ გაწყვეტთ ძველ კავშირებს. დიდი ალბათობით, საინტერესო და სასიამოვნო შეხვედრა გექნებათ ძველ მეგობართან ან დიდი ხნის თანამოაზრესთან. ხუთშაბათი შეიძლება იყოს დღე, როდესაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს განწყობაზე.

სამსახურში ნუ იქნებით გულუბრყვილო და კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმე დოკუმენტს ხელს მოაწერთ. ეს კარგი დროა გაკეთებულის გასაანალიზებლად და პერსპექტივების დასადგენად. კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, შეხვდებით ადამიანს, რომელსაც შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე: 24.

სასწორი

ამ კვირაში გარემოებები დამოკიდებული იქნება თქვენს ქმედებებზე და შეცდომების გამოსწორების უნარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული გართულებები როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. იყავით მომთმენი და არ უარყოთ დახმარების გულწრფელი შემოთავაზება. კვირის პირველი ნახევარი სავსეა ურთიერთობებში დაძაბულობით და, შესაძლოა, სტრესით. არ დაივიწყოთ თქვენი ნიშნის ერთ-ერთი წესი – ოქროს შუალედი და მაშინ ყველაფერი კარგად გამოგივათ.

კვირის მეორე ნახევარში გელით სასიამოვნო სიურპრიზები და რომანტიკული ნაცნობები, ასევე ძვირადღირებული საჩუქრები.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 26.

მორიელი

ამ კვირაში შეძლებთ უპირატესად წარმოადგინოთ თქვენი საქმიანი თვისებები, რაც დადებითად აისახება თქვენს პროფესიულ წარმატებაზე. ოცნების უნარი და ამ ოცნებების ახდენა დაგეხმარებათ გადალახოთ ნებისმიერი დაბრკოლება და სირთულე, რომელიც ამ გზაზე შეგხვდებათ. თამამი იდეა პროფესიულ საქმეებში შეიძლება სწრაფად გადაწყდეს და მოგება მოგიტანოთ. თქვენს წინაშე გაიხსნება დიდი პერსპექტივები, რომლებზეც დიდი ხანია ფიქრობთ.

კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, ახლო მეგობართან ურთიერთობაში გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდებით. გაუგებრობამ ასევე შეიძლება გაზარდოს დისტანცია თქვენსა და თქვენი ცხოვრების პარტნიორს შორის. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს, შეცვალეთ პოზიცია გარშემო მყოფებთან მიმართებაში.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

მშვილდოსანი

ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ამ კვირაში გაწუხებთ, პოზიტიურად გადაწყდება და შეგიძლიათ შვებით ამოისუნთქოთ. თუ რაიმე რთული სიტუაცია წარმოიქმნება, თქვენი პარტნიორი ან ახლო მეგობარი მზად იქნება დაგეხმაროთ. ეს არის ერთგვარი გარანტია იმისა, რომ დანიშნულ დღეებში სერიოზული ზარალი არ გექნებათ. შუა კვირაში შესაძლებელია სამუშაო გუნდში პასუხისმგებლობების გადანაწილება, რის შედეგადაც თქვენ პირადად შეგიძლიათ მიიღოთ მეტი დამოუკიდებლობა. ხუთშაბათს იყავით განსაკუთრებით კონცენტრირებული და ყურადღებიანი.

თქვენი ცხოვრების სტაბილურობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია ამ კვირაში გაუძლოთ ყველანაირ ცდუნებას, განსაკუთრებით პირად და ფინანსურ სფეროში.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 27.

თხის რქა

ამ კვირაში შეძლებთ ყველაზე შესამჩნევი შედეგების მიღწევას სპორტსა თუ მეცნიერებაში. თქვენი პერსპექტიული პროექტებისა და მცდელობებისთვის ფინანსური და მორალური მხარდაჭერის მიღების შანსი საკმაოდ მაღალია. ოთხშაბათს დადებული გარიგებები დიდი ალბათობით სტაბილურ შემოსავალს მოგიტანთ. ხუთშაბათს წარმატებული იქნება შეხვედრები, ინფორმაციის გაცვლა და მოკლე მივლინებები. ახლა არ არის საჭირო ნაპოლეონის გეგმების შედგენა, უფრო მნიშვნელოვანია დრო გვქონდეთ გადაუდებელი საქმეების გასაკეთებლად. ეცადეთ თავი აარიდოთ ნათესავებთან კამათს, თუმცა ეს ადვილი არ იქნება.

შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად გატარებული დრო სამუშაო დატვირთვისგან სასიამოვნო შესვენება იქნება. და მარტოხელა ადამიანები უფრო ხშირად დაიწყებენ რომანტიკულ ურთიერთობას.

სასიკეთო დღეები: 23, 29.

არასასიკეთო დღე: 25.

მერწყული

კვირის დასაწყისში მიზანშეწონილია არ დაიწყოთ ახალი გლობალური პროექტები, უმჯობესია დაასრულოთ დაგროვილი საქმეები, რომელთა გადადებაც შეუძლებელია. სამუშაო გუნდში შეიძლება იყოს დაბნეულობა და მერყეობა და მხოლოდ თქვენგან მოელიან თქვენი კოლეგები ბრძნულ გადაწყვეტილებას. ნუ დაკარგავთ დროს კამათზე. ამ კვირაში თქვენი მშვიდი დამოკიდებულება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყველაზე რთულ პრობლემებს. კვირის მეორე ნახევარში მოფიქრებული გეგმები და იდეები ნაყოფიერი აღმოჩნდება და სწრაფად განხორციელდება.

ეს კვირა კარგი დროა ახალი ლირიკული ურთიერთობებისთვის და თქვენი შანსი, შეხვდეთ შესაფერის პარტნიორს საკმაოდ დიდია. თუმცა, სამსახურში ნუ დაიწყებთ ფლირტს, რადგან ამან შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 26.

თევზები

წარმატებები აქტიური მოქმედებების შედეგად მიიღწევა. არ დაიზაროთ და არ დანებდეთ პრობლემების წინაშე, გაქვთ შანსი მიაღწიოთ პროფესიულ წარმატებას და აწიოთ კარიერული კიბე. მოგზაურობასა და შეხვედრებს დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. ეცადეთ შემოსავალსა და გასავალს შორის ბალანსი დაიცვათ. მომავალი შემოსავლის იმედად ძვირადღირებულ ნივთებს ნუ შეიძენთ.

ამ დღეებში შეიძლება იგრძნოთ ემოციური დისკომფორტი, რის საფუძველზეც სავსებით შესაძლებელია გაუგებრობები ურთიერთობაში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და შეეცადეთ აქტიურად ჩაერთოთ საახალწლო სამზადისში

სასიკეთო დღეები: 23, 28.

არასასიკეთო დღე: 27.

თამთა გურული

სრულად წაკითხვა