1 დაღუპული და 16 დაშავებული - ბერლინში პრაიდზე თავდამსხმელი ავტომობილით შევარდა ხალხში

1 hour ago 2

„ეს საშინელი ქმედება სრულად იქნას გამოძიებული და დასჯილი" - თქვა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერციმ მომხდარის შესახებ. ბერლინის მერმა კაი ვეგნერმა კი შემთხვევის ადგილას მისულმა ინციდენტი შეაფასა, როგორც „თავდასხმა ჩვენს თავისუფალ და ღია საზოგადოებაზე“.

პოლიციის თქმით, მანქანა თეთრი იყო და შესაძლოა ის მსუბუქი ავტომობილი, მინივენი ან მიკროავტობუსი ყოფილიყო. ტაბლოიდური გაზეთი „ბილდი“ თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდამსხმელი ფურგონით მოძრაობდა და ხალხში შევარდნის შემდეგ მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და ფეხით გაიქცა.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ სავარაუდო თავდამსხმელი "შეიარაღებული და საშიში" იყოს და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მასთან მიახლოება არ სცადონ.

პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

პოლიციის განცხადებაში 21 წლის აბდულ ბ. აღწერილია, როგორც გამხდარი აღნაგობის, დაახლოებით 1.9 მეტრის სიმაღლის, შავი თმით, რომელსაც თავდასხმისას ეცვა შავი კაპიშონიანი მაისური და თეთრი შარვალი.

თავდასხმის შემდეგ პრაიდის ღონისძიებები გაუქმდა.

თავდასხმის შემდეგ პრაიდის ღონისძიებები გაუქმდა.

ბერლინის პრაიდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ღონისძიებაა, სადაც ლგბტქ+ ადამიანები თანასწორობის საზეიმოდ იკრიბებიან.

გერმანიაში მასშტაბურ ღონისძიებებზე ავტომობილით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმა, 2016 წელს მოხდა, როცა ტუნისელი მამაკაცი საშობაო ბაზრობაზე შევარდა მანქანით და 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს გერმანიის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ისლამისტური თავდასხმა იყო.

2024 წელს, საშობა ბაზრობას თვს დაესხა საუდის არაბეთში დაბადებული ათეისტი მამაკავი ანტიისლამური და ულტრამემარჯვენე შეხედულებებით მაგდებურგში. ამ თავდასხმისას ორი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა.

2026 წელს ორი ადამიანი ემსხვერპლა ლაიფციგში ავტომანქანით თავდასხმას - გამომძიებლებმა ეს ინციდენტი ძალადობად მიიჩნიეს და ეჭვმიტანილი, გერმანიის მოქალაქე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სრულად წაკითხვა