10 ათასი ლარი 5 გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს – ივანიშვილის მთავრობის განკარგულება

12 hours ago 3

ივანიშვილის მთავრობამ გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი 5 ბავშვის ოჯახს ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნით, 10 000 ლარი გამოყო. BM.GE- ის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და 8 იანვრით არის დათარიღებული.

როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, 10 000 ლარს ვიტალი ჭოლარიას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გადასცემს.

ტრაგედია ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოში 5 იანვარს დატრიალდა. ჭოლარიების სახლში ხუთიდან ვერცერთი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სრულად წაკითხვა