,,10 აპრილს ქორწილი უნდა ჰქონოდა…“ რას ყვებიან ახლობლები გოგონაზე, რომელიც ავარიას ემსხვერპლა?

6 hours ago 2

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში.

საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა, ნაირა ვაშაყმაძე. დაშავდა ასევე მიკროავტობუსის მძღოლი და კიდევ რამდენიმე მგზავრი. ისინი სხვადასხვა სახის დაზიანებებით ქედის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, ნაირა ვაშაყმაძე 25 წლის არის და ის ბათუმიდან სახლში, ხულოში, სოფელ საციხურში სოფლის მიკროავტობუსით ბრუნდებოდა.

„ძალიან შეგვძრა ამ ამბავმა. ნაირა 25 წლის იყო, ძალიან საყვარელი გოგონა. თავზარდამცემი ამბავია, ცხოვრებას ახლა იწყებდა. ჰყავდა შეყვარებული, ჩვენი თანასოფლელი ბიჭი, ოფიციალურად დანიშნული იყო და 10 აპრილს ქორწილი უნდა ჰქონოდა. უნდა გაეხარა ცხოვრებით, ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ და დღეს ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. ძალიან განვიცდით ყველანი.

წარმოუდგენელი ტკივილია. სოფლის მარშუტკით მგზავრობდა და ავარიით დაიღუპა სრულიად უდანაშაულო ადამიანი, განადგურდა ოჯახი”,- ამბობს „კვირის პალიტრასთან“ საუბარში მისი თანასოფლელი გოგონა.

სრულად წაკითხვა