94
კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:
ყველა იმას წერს UNICEF-ის კვლევაში ქართველმა ახალგაზრდებმა ცუდი შედეგები აჩვენესო, ხან დასცინიან, ხან წუხან, ხან ლანძღავენ, მაგრამ არავინ წერს იმაზე, რომ ახალგაზრდებს:
🔺არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა სახელმწიფოსგან;
🔺ნორმალურად ვერ იკვებებიან;
🔺არ აქვთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები;
🔺უწევთ სრულ განაკვეთზე სწავლის და ზეგანაკვეთური სამუშაოების შეთავსება.
რამდენიმე კვირის წინ აუდიტორიაში ვიკითხე რამდენი თქვენგანი მუშაობს თქო და 10-დან 9-მ აიწია ხელი. ერთმა მითხრა კვირაში 7 (!) დღე 12 საათი ვმუშაობო.
ის ენერგია რაც ამ ადამიანების დაცინვაში იხარჯება მათი პირობების გაუმჯობესებისკენ რომ მიგვემართა უკეთესი შედეგები ექნებოდა კვლევას.