10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს

7 hours ago 4

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 26 ივლისს თბილისის საკრებულოსთან დაკავებული დემონსტრანტრანტების (რომლებსაც ხელში ბიძინა ივანიშვილის შესახებ „შეურაცხმყოფელი პლაკატები“ ეჭირათ) წინააღმდეგ ადმინისტრაციული პატიმრობა და ჯარიმა გამოიყენა.

  • თორნიკე თოშხუა - 3000 ლარი;
  • მარიამ მეყანწიშვილი - 6000 ლარი;
  • ნატო ბოლქვაძე - 5 დღიანი პატომრობა;
  • შაკო ბაღლოშვილი - 10 დღიანი პატიმრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართე თორნიკე კაპანაძემ განიხილა დაკავებული ვასილ ბერიძისა და ია მელითაურის საქმეები. მისი გადაწყვეტილებით:

  • ია მელითაური იზოლატორში 5 დღეს გაატარებს;
  • ვასილ ბერიძეს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

რა მოხდა თბილისის საკრებულოსთან, თავისუფლების მოედანზე

თბილისის საკრებულოსთან 26 ივლისს, აქციის მიმდინარეობისას 10 ადამიანი დააკავეს: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს „შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.

თბილისში, საკრებულოსთან ჯერ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა, რომელიც ერთხელ უკვე იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით და ციხე სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, საკრებულოსთან იყო ბანერით, რომელზეც ეწერა: "ბიძინა ყ***? კი თუ არა".

თოშხუას დაკავების შემდეგ, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მისთვის სოლიდარობის ნიშნად საკრებულოსთან მივიდნენ, მათ ნაწილსაც ხელში მსგავსი შინაარსის ბანერები ეჭირა, პოლიციამ კიდევ 9 დემონსტრანტი დააკავა.

ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

გუშინ, 27 ივლისს, იმავე ადგილას იმავე შინაარსის პლაკატის გამო პოლიციამ დააკავა დემონსტრანტი ნოდარ წიწრიაშვილი. მასაც საკრებულოსთან წინა დღით დაკავებულთა სოლიდარობის მიზნით, ხელში ეჭირა ბანერი წარწერით: „ბიძინა *ლე? - კი; არა“.

სრულად წაკითხვა