კალმარების დედობრივი თავგანწირვა – როგორ დაატარებს დედა კალმარი ათასობით კვერცხს (ვიდეო)

2 weeks ago 9

ახალი ვიდეო შავთვალა კალმარის წარმოუდგენლად თავგანწირულ დედობრივ ძალას ასახავს – ცხოველი ოკეანეში მრავალი თვის განმავლობაში დაატარებს ათასობით საკუთარ კვერცხს, ისე რომ გზად არცერთს არ ტოვებს და ამასობაში არც რაიმეს ჭამს.

„დატვირთული კალმარი სწრაფად ვერ ცურავს და შეიძლება წყლის ძუძუმწოვართა ადვილი ლუკმა გახდეს“, – წერს შმიდტის ოკეანის ინსტიტუტი, რომელმაც ვიდეო კოსტა-რიკის სანაპიროზე გადაიღო.

სხვა უმეტესი კალმარისგან განსხვავებით შავთვალა კალმარი (Gonatus onyx) გამორჩეულად დიდია, აქვს თეთრზოლიანი შავი თვალები და წარმოადგენს კალმარის ორიდან ერთ სახეობას, რომლებიც დადების შემდეგ საკუთარ კვერცხებზე ზრუნავენ. ამის ფასი კი ძალიან მაღალია.

დედა კალმარს მილის ფორმის მემბრანაში გახვეული დაახლოებით 2000-3000 კვერცხი აქვს მიკრული. მემბრანა ორივე დაბოლოებაზეა გახსნილი. კალმარი საცეცებს ნაზად შლის და კეცავს, რათა კვერცხის ამ მასას ჟანგბადის მწირად შემცველი წყალი ჩამორეცხოს.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/kalmarebis

სრულად წაკითხვა