11 მილიონზე მეტი ნახვა და დიდი კრიტიკა: ვინ არის პეტრე კოლხის შვილი, რომლის კადრებიც აქციიდან ვირუსულად გავრცელდა

2 weeks ago 6

ცოტა ხნის წინ მარიამ კვარაცხელიამ საკუთარ ტიკტოკ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ ის აქციაზე იმყოფება, მასთან ერთად კი კადრში სპეცრაზმელებიც დგანან. ერთ-ერთი მათგანი გოგონას თავისკენ უხმობს და ერთად პოზირებენ. ვიდეო “თანამედროვე რომეოსა და ჯულიეტას” სახელით გახდა ცნობილი. 

ვიდეო მარიამ კვარაცხელიამ 2 დეკემბერს გამოაქვეყნა, დღეს კი მას 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ეს კადრები სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა სოციალურ ქსელშიც და არაერთგვაროვანი კომენტარებიც მოჰყვა. წერდნენ, რომ მსგავსი კონტექსტის კადრების გამოქვეყნება სპეცრაზმელების ქცევის რომანტიზებას უწყობს ხელს. 

ვინ არის მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია პეტრე კოლხის ქალიშვილია. თავად პეტრე კოლხი მარიამის შესახებ საჯაროდ ხშირად საუბრობს, რადგან მარიამი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. მას არაორდინალური იმიჯი ჰქონდა, პეტრე კოლხის მიერ წლების წინ გამოქვეყნებულ შვილის ფოტოებს კი ამის გამო დიდი ხმაური მოჰყვა.

petre

“დიახ, ეს ჩემი შვილია… ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლებული და უკიდურესად ნაკითხი. საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით. ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა. ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან…

ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით. რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ. რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება. ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით. მიყვარხართ”, – წერდა მაშინ პეტრე კოლხი. 

ამჯერად კი მარიამ კვარაცხელიას ვიდეოს შესახებ პეტრე კოლხმა ambebi.ge-სთან ისაუბრა: 

“უნი­ვერ­სი­ტე­ტი წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა, მა­გის­ტრა­ტუ­რა­საც ამ­თავ­რებს და უცხო­ეთ­შიც ჩა­ა­ბა­რა. ახლა აპი­რებს გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წას­ვლას, თუმ­ცა მა­ნამ­დე მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ა­არ­სეს სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა “ნა­ბი­ჯი“, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან რე­ი­ტინ­გუ­ლია.

ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­დი­ო­და მა­რი­ა­მი აქ­ცი­ა­ზე თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად.რო­გორც კი რუს­თა­ველ­ზე ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იწყე­ბო­და, მა­რი­ა­მი მი­დი­ო­და, პო­ლი­ცი­ე­ლებს ცხვირ­წინ უდ­გე­ბო­და, რომ ამით პრო­ტეს­ტი გა­მო­ე­ხა­ტა. ესა­უბ­რე­ბო­და – “ნუ ურტყამთ ახალ­გაზ­რდებს, ნუ სცემთ, ნუ იყე­ნებთ ძა­ლებს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენს ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ -თქვენს ამ ქვეყ­ნის“ და ა.შ. ვფიქ­რობ, ეს ვი­დე­ორ­გო­ლიც ზუს­ტად იმის­თვის ჩა­წე­რა, რომ გა­მო­ე­ხა­ტა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და ისი­ნიც თა­ვის მხა­რეს გად­მო­ეყ­ვა­ნა. 

ვფიქ­რობ, მა­რი­ა­მის ვი­დე­ომ იმა­ზე მეტი გა­ა­კე­თა, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკე­თე­ბენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

სამ­წუ­ხა­რო იცით რა არის? იმ ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბის შემ­დეგ მა­რი­ა­მიც წა­აქ­ცი­ეს და გა­ზე­ბიც აყ­ლა­პეს. მო­ი­წამ­ლა ჩემი შვი­ლი და თვა­ლე­ბი დასივებული ჰქონ­და”, – თქვა პეტრე კოლხმა. 

კრიტიკაზე პასუხი მარიამ კვარაცხელიამ კვლავ ტიკტოკზე გამოაქვეყნა: 

“ძალიან ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მივიღე და ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ. რაზეც კომენტარს გავაკეთებ არის ის კომენტარი, რაც დამსახურებულად მივიღე – რომ მოვახდინე სპეცრაზმელის რომანტიზება. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მიზანი არ ყოფილა, რეაქციების შემდეგ მეც მივხვდი, რომ პროცესისთვის მსგავსი ვიდეოები დამაზიანებელია”, – ამბობს მარიამი. 

პეტრე კოლხის ოჯახი 

პეტრე კოლხს ჰყავს მეუღლე, ნინო ვეკუა და ექვსი შვილი. “მყავს ექ­ვსი შვი­ლი. ჩემი მე­უღ­ლე არის გმი­რი. მე ვერ ვუძ­ლებ ამ ბავ­შვებს, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა. ცუდი მამა არ ვარ, მაგ­რამ ეს გნი­ა­სი, ყი­ჟი­ნა და ზედ­მე­ტი ხმა­უ­რე­ბი კი­დევ უფრო მე­ტად მა­გი­ჟებს. თან შვი­ლიშ­ვი­ლიც ხომ შე­მოგ­ვე­მა­ტა, ამი­ტომ გა­ვე­რი­დე ოჯახს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას. ეს ჩემი სი­სუს­ტეა და ვა­ღი­ა­რებ. ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან გამომდინარე ფსი­ქი­კა ისე­დაც დაღ­ლი­ლი მაქვს და ეს ზედმეტი ხმა­უ­რე­ბი კი­დევ უფრო მა­გი­ჟებს”, – ამბობდა პეტრე კოლხი. 

წყარო : Marao.ge

სრულად წაკითხვა