WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

21

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

11 სექტემბერი ისტორიაში ჩვენთვისაც ტრაგიკული დღეა: 1795 წლის 11 სექტემბერს დილით, წინა დღით ქართველი მოღალატეების პირით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აღა-მაჰმად-ხანი მტკვრის ხეობაში შეეჯახა ქართულ სამხედრო ძალას და შემდეგ თბილისი გაანადგურა, მოსახლეობის ნაწილი დახოცა და ათასობით ადამიანი კი სპარსეთში წაასხა.

არც მაშინ მოვიდა რუსეთი, რომელსაც გეორგიევსკის ხელშეკრულება ავალდებულებდა ამას (თუმცა, როდესაც ტოტლებენი მოვიდა მაშინ რა მივიღეთ რო?! იქაც შეგვატოვეს). მაშინდელ პეტერბურგს ძალიანაც აძლევდა ხელს მისგან მიტოვებული, განადგურებული საქართველოს ხილვა, რომელსაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაიგდებდა ხელში, გააუქმებდა ავტოკეფალიას, დაიმორჩილებდა არისტოკრატიას ან რუსეთის სიღრმეში უკრავდა მათ თავს.