WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

წაკითხვა: 22

12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა 12 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელიც მაქვს, მაგრამ მე მზად ვარ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში უარი ვთქვა ზრდაზე, რაც არის გათვალისწინებული. წელს არის 8.4% მთლიანად საჯარო სექტორში, შეიძლება გარკვეული უხერხულობები ამან გამოიწვიოს, მაგალითად კონკრეტული სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი გადამასწრებს თავისი ხელფასით, უხერხულობებს გამოიწვევს, მაგრამ მზად ვარ ამისათვის, მაგრამ მე სუბიექტური ვარ.

გადავალ მინისტრებზე. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მინისტრს თუ მისცემ იმაზე ნაკლებ ხელფასს, რაც აქვს, რაც არის ზუსტად არ ვიცი, ხელზე იღებენ ალბათ დაახლოებით 12 000 ლარს ახალი მაჩვენებლებით. 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ. კერძო სექტორში ხელფასები არის რადიკალურად გაზრდილი და მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით მინიმუმ 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ 12 000 ლარი მინისტრისთვის არის ბევრი, ნორმალურია ეს? არ არის ბევრი მინისტრს 12 000 ლარი ხელფასი აუცილებლად უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტის ნავიგაცია