12 მაისს მოქალაქეები რუსთაველზე შეკრებასა და პარლამენტთან ღამის გათევას გეგმავენ

1 week ago 16

12 მაისს მოქალაქეები რუსთაველზე შეკრებას და პარლამენტთან ღამის გათევას გეგმავენ. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი 13 მაისის დილას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მესამე მოსმენის დანიშვნაა:

„ვიკრიბებით და ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად. რადგან ღამით დარჩენა მოგვიწევს, წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი, თან ვიქონიოთ საძილე ტომრები, მცირე ზომის კარვები, ფაუერბანკები, აირწინაღები, დამცავი სათვალეები და ყველა ის ნივთი, რაც დაგვეხმარება ვიყოთ უსაფრთხოდ.

ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით – გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება,“ — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

გარდა ამისა, ფართომასშტაბიანი აქცია დაგეგმილია 11 მაისსაც. მოქალაქეები ოთხი სხვადასხვა ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ მსვლელობას აანონსებენ. ამასთან, აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც. თბილისში კი ახალგაზრდები ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ რუსული კანონის პროტესტს.

სრულად წაკითხვა