,,12 საათი უწყვეტად მატარა მილანიდან-ბუდაპეშტისკენ…” – ალექსანდრა პაიჭაძე წერს, რომ დავით კოდუამ უნგრეთში ფერარით ჩაიყვანა, სადაც ერეკლე კოდუას მეუღლეს შეხვდა

4 hours ago 1

12 სა­ა­თი გზა­ში მი­ლა­ნი­დან-ბუ­და­პეშ­ტში წი­თე­ლი ფერ­ა­რით – ეს ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძის გუ­შინ­დე­ლი მარ­შრუ­ტია, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის გა­საც­ნო­ბად გა­ი­ა­რა.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა მო­დის დე­და­ქა­ლაქ მი­ლან­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ო­ცე­ბას არ წყვეტს და ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რჩე­ბა.მო­დელს მი­ლან­ში ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ დათო კო­დუ­ამ წი­თე­ლი ფერ­ა­რით მი­ა­კი­თხა და წყვილ­მა ერ­თად 12 სა­ა­თი იმ­გზავ­რა უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლა­ქამ­დე.

“მე, როცა 12 სა­ა­თი უწყვე­ტად მა­ტა­რა მი­ლა­ნი­დან-ბუ­და­პეშ­ტის­კენ… სამ­ჯერ პო­ლი­ცი­ას და სამ­ჯერ Pitstop-ს თუ არ ჩავ­თვლით. თვი­თონ ბედ­ნი­ე­რია, გიჟი, 12 სა­ა­თი გზა­ში,“ – წერს ალექ­სან­დრა კო­დუ­ა­ზე.ბუ­და­პეშ­ტში ჩა­სულ­მა პა­ი­ჭა­ძე რამ­დე­ნი ფოტო და ვი­დეო ერეკ­ლე კო­დუ­ას მე­უღ­ლეს­თან, კა­ტა­ლი­ნა დი­დას­თან ერ­თად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი რძლე­ბი, ღია კა­ფე­ში ჩი­ლიმს ეწე­ვი­ან. კო­მენ­ტა­რებ­ში დას­მულ კი­თხვა­ზე, არი­ან თუ არა ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის რძლე­ბი, ალექ­სან­დრა გა­მომ­წერს უპა­სუ­ხა, რომ – არა. შე­გახ­სე­ნებთ, ცოტა ხნის წინ, ambebi.ge-სთან კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ დათო კო­დუ­ას და­შორ­და.”კო­დუ­ას ან­გე­ლო­ზე­ბი“ , – წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში ალექ­სან­დრას გა­მომ­წე­რე­ბი.კა­ტა­ლი­ნა დიდა, კო­დუ­ე­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხის ერთ-ერთი რძა­ლია. ის ერეკ­ლე კო­დუ­ას მე­სა­მე ცო­ლია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის” მთავ­რო­ბის ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, “ოც­ნე­ბის” მოს­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. მას და­უს­წრებ­ლად აქვს მის­ჯი­ლი 9 წელი ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე და ორი წელი 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია “იმედ­ში” უკა­ნო­ნოდ შეჭ­რის და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დარ­ბე­ვის ფაქ­ტზე. კო­დუ­ას მე­ო­რე მე­უღ­ლე ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გახ­ლდათ, თუმ­ცა მისი სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წელ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი და­შორ­და. 2016 წელს კო­დუა უკ­რა­ი­ნელ კა­ტა­ლი­ნა დი­დას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. წყვი­ლი წლე­ბია, რაც ბუ­და­პეშ­ტში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ისი­ნი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ.რაც შე­ე­ხე­ბა, ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს, მისი და დათო კო­დუ­ას “ლავ­სთო­რის” შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, როცა ალექ­სან­დრამ სა­ჯა­როდ თქვა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნის­გან შვილს ელო­დე­ბო­და და მათ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­დათ. წყვილს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბას თა­ვად კო­დუ­აც და­ეს­წრო.გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, მო­დელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ და­თოს და­შორ­და, თუმ­ცა წყვი­ლი მას შემ­დეგ არა­ერ­თხელ გა­მოჩ­ნდა ერ­თად. ამ­ბობ­დნენ, რომ კო­დუა-პა­ი­ჭა­ძის წყვი­ლის და­შო­რე­ბა, ალექ­სან­დრა­სა და ნაკ­რე­ბის მე­კა­რის გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო რო­მან­მა გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი კი­დევ ერთხელ გა­ფან­ტა მო­დელ­მა, რო­დე­საც ერთი კვი­რის წინ მი­ლა­ნი­დან მოგ­ვწე­რა:”არა, არა­ფერ შუ­ა­შია და­თოს­თან და­შო­რე­ბა მო­გო­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან. სა­ერ­თო ნული კავ­ში­რია “მა­მარ­დას­თან”.

წყარო: inews.ge

სრულად წაკითხვა