12 ქვეყანა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გეგმავს

4 days ago 5

გაერთიანებულნი ვართ საერთო გადაწყვეტილებაში, გადავდგათ შემდგომი კოორდინირებული ნაბიჯები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მოშლისა და შეკავებისთვის, მის მიერ წარმოქმნილ რისკებთან დასაპირისპირებლად, ერთად ვიმუშაოთ უკანონო ოპერაციების თავიდან ასაცილებლად და რუსეთის ხარჯების გაზრდის მიზნით, – ამის შესახებ 12 ევროპული ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ჩრდილოვანი ფლოტი საფრთხეს უქმნის გარემოს, საზღვაო უსაფრთხოებას და საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობას, ასევე საერთაშორისო საზღვაო კანონსა და სტანდარტებს.

„ის ასევე მუშაობს ჩვენი სანქციების გვერდის ავლასა და მათი გავლენის შერბილებაზე. მონაწილე სახელმწიფოების მიერ შეგროვებული ინფორმაცია, მათ შორის იმ გემებთან დაკავშირებით, რომლებიც გადაწყვეტენ არ უპასუხონ მოთხოვნებს, შეფასდება და დამუშავდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს და მათ ხელის შემწყობებს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ანგარიშვალდებული გავხადოთ ისინი, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებული ქმედებებით იმ რისკებისთვის, რასაც წარმოადგენენ და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უწევენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო.

სრულად წაკითხვა