უკრაინელმა მაშველებმა 8 იანვარს, ღამით დაასრულეს მუშაობა ქალაქ ზაპოროჟიეს რაიონში, რომელიც რუსეთის ჯარებმა დღისით დაბომბეს.
ხანძრის ლიკვიდაციის და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ, უკრაინის ეროვნულმა პოლციამ განაცხადა, რომ დაიღუპა 13 და დაშავდა 63 ადამიანი.
პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ორჯერ დაარტყეს მართვადი ავიაბომბებით, რომლებიც „ინფრასტრუქტურული ობიექტის ადმინისტრაციული ნაწილის“ მახლობლად და გზის სავალ ნაწილზე აფეთქდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს. სამიზნის შესახებ არაფერი უთქვამს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსაც.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპულების და დაშავებულების უმრავლესობა ინფრასტრუქტურული ობიექტის გარეთ, მეზობელ ქუჩაზე, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმყოფებოდა.
აფეთქებების შედეგად დაზიანებულია სამარშრუტო მიკროავტობუსი, ტრამვაი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.