საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების უმაღლესი – A ლიგის გათამაშება აქტიურ ფაზაშია, ახალი წლის შემდეგ კი სტარტს B ლიგები აიღებს. გუშინ ასაკობრივი ლიგების ოფისში 14 და 16 წლამდელთა B ლიგების წილისყრა გაიმართა, რომელმაც თითოეული ტურნირის მონაწილე 24 გუნდი ჯგუფებში გადაანაწილა.
წილისყრის წინ გუნდები კალათებში განითესნენ. პირველ კალათაში A ლიგიდან დაქვეითებული გუნდები მოხვდნენ, მომდევნოებში კი გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ B ლიგის ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში გათამაშების ერთნაირი სისტემაა. 14, 16 და 18 წლამდელებში თითოეულში 24 გუნდი მონაწილეობს. შექმნილია ოთხი 6-გუნდიანი ჯგუფი და 2 წრის შემდეგ თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 საუკეთესო გადის.
გთავაზობთ 14 და 16 წლამდელთა B ლიგების წილისყრის შედეგებს, რომლის კალენდარიც იანვრის დასაწყისში გამოქვეყნდება. რაც შეეხება 18-წლამდელებს, ამ ასაკში B ლიგის გათამაშებაც იანვარში დაიწყება, ხოლო წილისყრა მოგვიანებით ჩატარდება.