14 დეკემბერს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ვებ გვერდზე 14 დეკემბერს, ღამე გამოქვეყნდა.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
საქართველოს პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღესთან დაკავშირებით, შენობაში შემოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებისთვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირებისთვის”.
ამასთან, პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ ონლაინ მედიის წარმომადგენელბს, მათ შორის მათ, ვისაც აკრედიტაცია აქვთ.
“შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიასა და ონლაინმედია საშუალებების ის ჯგუფები, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გაშუქებისთვის მიღებული აქვთ სპეციალური ერთჯერადი აკრედიტაცია”, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილისთვის, მათ შორის ნეტგაზეთისთვის 13 დეკემბრის საღამოს გახდა მხოლოდ ცნობილი, რომ პარლამენტში შესვლის უფლებას მხოლოდ სპეციალური ერთჯერადი აკრედიტაციის მიღების შემდეგ აძლევენ.
პარლამენტი დისკრიმინაციულად, უკანონოდ არ აძლევს აკრედიტირებულ ონლაინ მედიის საშუალებებს შევიდნენ პარლამენტის შენობაში მაშინ, როცა უსაფრთხოების ყვიტელი დონე მოქმედებს.