ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების მოსალოდნელი ეფექტების შესახებ აფრთხილებს.
„14 მარტს გვაქვს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. ანუ, პირველი დაბნელება ამ წელს. მივაქციოთ ამას ყურადღება. პიკს მიაღწევს დილის 11 საათზე თბილისის დროით. აქ ხდება მზის და მთავრის დაპირისპირება. თევზების და ქალწულის ზოდიაქოს ღერძზე, რაც ძალიან ძაბავს ადამიანის ემოციურ მდგომარეობას. ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება, არავითარი საქმეთა გარჩევები, მოლაპარაკაბები, საქმიანი შეთანხმებები“.