"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადააფრინდა" - სლოვაკეთში კაშიას აკრიტიკებენ

1 week ago 2

ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ ტურში გურამ კაშიას სლოვან ბრატისლავა გასვლაზე მადრიდის ატლეტიკოს შეხვდა და 1:3 დამარცხდა.

სხვათა შორის, ამავე შეხვედრაში ერთ-ერთმა სლოვაკურმა გამოცემამ სლოვანის ფეხბურთელებში ყველაზე დაბალი შეფასება გურამ კაშიას დაუწერა, რაც ასე განიმარტა:

მეორე გოლის მომენტში გურამ კაშია შეცდა, რომელმაც სიტუაცია ადეკვატურად ვერ შეაფასა. ქართველ მცველს თავზე 14 სანტიმეტრით დაბალი ანტუან გრიზმანი გადაახტა. გარდა ამისა, გურამი შეცდა მესამე გოლის ეპიზოდშიც.

- წერს regiony.sme.sk

ცნობისთვის, ამავე გამოცემამ მაქსიმუალური 6 ქულიდან კაშიას 3 დაუწერა.

სრულად წაკითხვა