აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა.

მისი თქმით, ეს „სპექტაკლი“ კიდევ უფრო ადასტურებს რუსეთის საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების აშკარა უგულებელყოფას.

„აშშ-მა არ აღიარა და არც არასოდეს აღიარებს ამ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ჩატარდა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში.

აშშ გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს, რათა პასუხისგებაში მისცენ იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მათ შორის, ვინც დამკვირვებლის როლს ასრულებს უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში კრემლის გაყალბებულ არჩევნებში“, – განაცხადა მილერმა.