„15 იანვარს, 15:00 საათზე, დამსაქმებლები და დასაქმებულები ვაწყობთ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას! შემოგვიერთდი! იფიცება საქართველო!“

2 days ago 6

3

15 იანვარს, 15:00 საათზე დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას აანონსებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„15 იანვარს, 15:00 საათზე, დამსაქმებლები და დასაქმებულები ვაწყობთ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას!

3 საათის განმავლობაში დროებით დავკეტავთ ჩვენს კარს და დავდგებით გარეთ. ჩვენი გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის პირობებში:

• გაჩერებული ეკონომიკა;

• დაკეტილი ბიზნესი;

• სიღარიბე და უმუშევრობა.

საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.

ამიტომ:

იმის მიუხედავად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი!

იფიცება საქართველო!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა