5
კლინიკიდან გამოწერილი აქტივისტები საზარელ ამბებს იხსენებენ. მათი გაწერის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც კლინიკაში ადგილები გადაივსო, რადგან ყოველი აქციის შემდეგ იქ გაცილებით მძიმე პაციენტები შეჰყვათ.
ერთ-ერთი მოქალაქე ლაზარე მაღლაკელიძე უმძიმეს ისტორიას ყვება:
წინააღმდეგობის გარეშე გავყევი პატარა შტაბი რაც აქვთ ამ სპევცრაზმელებს. იქამდე ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ აბა, თავი შევიკავოთ, სანამ არ შევალთ მოფარებულში. რომ გადაამოწმეს, რომ აღარ იყვნენ ახლოს ჟურნალისტები, დაიწყეს ჩემი ცემა. ჯერ უბრალოდ მირტყამდნენ, მერე აიღეს და საწვიმარი რაც მეცვა, პონჩო, თავზე გადამაფარეს, ორ ადამიანს ვეჭირე და დანარჩენები სახეში მირტყამდნენ. გადაფარებული მქონდა და რამდენი ადამიანი მირტყამდა და რას, არ დამინახავს. რაღაც მომენტში გონება დავკარგე. როცა გამოვფხიზლდი, კიდევ გადამაფარეს და და კიდევ მირტყეს. რომ გამოვფხიზლდი, ეს პონჩო, რაც მეცვა, სავსე იყო სისხლით. “დუბინკით გაუპატიურების და სხვა მუქარებზე აღარც ვლაპარაკობ.
როდესაც ტკივილს ვეღარ ვგრძნობ, ისე მირტყამდნენ, ამ დროს ცდილობენ, რომ ჩემი ტელეფონის პინი გახსნან, რაზეც მე, რა თქმა უნდა, არ მივეცი არც კოდი, არც თითის ანაბეჭდი დავადებინე. ამის შემდეგ მადებს იარაღს და მეუბნება რომ ახლა გაგიხვრიტავ თავს, იმიტომ, რომ შენ მე პინს არ მაძლევ. ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ცემაში, – ამბობს აქტივისტი.
დაახლოებით 6-6, 7-7 კაცი შემოდიოდა ფურგონში, გარედან გვიყურებდნენ, იცინოდნენ. შეურაცხყოფებს გვაყენებდნენ. შიგნით ვინც იყო, გვირტყამდნენ და ყველანაირ ცდილობდნენ ჩვენს დაშინებას, – ამბობს მოქალაქე.
მიკროავტობუსებს, რასაც აწერია „პოლიცია“, ეს არის ე.წ. ჯიხური, რასაც ჰქვია, რომელიც არის დაყენებული ხალხის ცემისთვის. ეს არ არის იმ გამოყენებისთვის, რომ ჩვენ გადაგვიყვანონ. გამოაღეს ამის კარი და შიგნით ვხედავ ორი დასისხლიანებული ადამიანი გდია, შემაგდეს და ზედ დამაგდეს ამ ადამიანებზე. ჩააქრეს შუქი და გვცემეს. ჩამტვრეული მაქვს ნეკნი და ტვინის შერყევა მაქვს, – ამბობს კიდევ ერთი აქტივისტი.
ცნობისთვი, ქციიდან ინგოროყვას კლინიკაში გამთენიისას მიყვანილი 21 წლის აქტივისტი კომაშია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას გაზის კაპსულა თვალში მოხვდა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.