18:00 საათზე ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართება

3 weeks ago 10

18:00 საათზე ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია დაანონსდა. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტის შენობამდე მსვლელობას გამართავენ.

19 საათზე კი საკანონმდებლო ორგანოსთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც მოქალაქეები “ოცნების” თვითაღიარებული ხელისუფლების გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

ცნობისთვის, საპოლიციო ძალებმა გუშინ, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენეს მედიის წარმომადგენლების მიმართაც და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მედიაომბუდსმენის მონაცემებით, დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი.

სრულად წაკითხვა