+18 – “მოდი, ხელი მოვტეხოთო” – გატაცების, წამების კიდევ ერთი სასტიკი ისტორია

2 weeks ago 12

6

სპეცრაზმის მხრიდან სასტიკ ანგარიშსწორებაზე საუბრობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე. გიორგი ჩუტკერაშვილი, რომელიც ამ წუთებშიც მკურნალობას კლინიკაში გადის, მომხდარს იხსენებს. ამბობს, რომ ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი იყო. მისი თქმით, უმოწყალოდ სცემეს დაკავების შემდეგაც, როდესაც უკვე მინივენში ჩასვეს.

დამაგდო ვიღაც სპეცრაზმელმა. მაგ დროს ვიღაცამ კეფაში დამარტყა. იყო მუქარები, „აი, ახლა შენ ნახავ, რაც მოგივა, ცოცხალი თუ გადარჩები საერთოდ“. მანქანაში შემაგდეს. გარეთ მდგომები მაგინებდნენ, დამცინოდნენ, შეძახილები ჰქონდათ, სეირს უყურებდნენ. ვეღარ ვსუნთქავდი, ისე მირტყამდნენ და ვყვიროდი, ღვიძლში ნუ მირტყამთ-მეთქი. რომ ამოვისუნთე, ჩამოიწია, სახე გამისწორა და „კარგად ხარო?“ და მეთქი, კი. მოიქნია ხელი და ცხვირში დამარტყა. ერთმა მითხრა, როგორ ჯანზე ხარ, ვერაფერი გიქენითო და მეორე იძახის, „მოდით, ხელი მოტეხეთო“. ხელი მოტეხვას შეეცადნენ, ვგრძნობ, რომ სადაცაა მომტყდება და მაგ დროს შემოვიდა ის უფროსი და უთხრა, რომ მაგას ნუ აკეთებო და კეფაში ნუ ურტყამთო. ხელის მოტეხვას გადავრჩი, მაგრამ მაინც მომხვდა კეფაში ერთი ათჯერ. წიხლი, ფეხი, მუშტი, ხელში რაღაც პლასტმასები ჰქონდათ, ყველაფერი მირტყეს. ფოტო გადამიღეს, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაცისთვის უნდა ეჩვენებინა. ეს ჩატები აინტერესებდათ, როგორ აორგანიზებო. მე ვუთხარი, არაფერს ვაორგანიზებ, უბრალოდ, მონაწილე ვარ და ბრაზი გამოვხატე, – ამბობს აქტივისტი.

სრულად წაკითხვა