2
გუშინდელ აქციაზე პოლიციამ აქციის 22 მონაწილე დააკავა. მათ შორის არის 18 წლის დიჯეი, რომელიც სპეცრაზმმა სასტიკად სცემა. წინასწარი იზოლატორიდან გამოსული ადვოკატი დაკავებული მიერ მოყოლილ ამბავს ასაჯაროებს. მისი თქმით, 18 წლის ახალგაზრდას სახესა და სხეულის არეში დაზიანებები აღენიშნება.
დაკავებულია 18 წლის მუსიკოსი, რომელიც არის დიჯეი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას გაუსწორდნენ არაადამიანურად და რატომ იყო ადარაადამინური მოპყრობა, როცა ერთის მხრივ შლიდნენ აქციის მონაწილეებს, როდესაც ეს ახალგაზრდა ბიჭ იხევდა უკან და ნელ-ნელა ტოვებდა ტერიტორიას და ალყაში მოაქციეს. სწორედ ამ დროს შევხვდი სპეცრაზმის დანაშაულებრივ ჯგუფსო და ამის შემდეგ დააკავეს, ჯერ ძiრს დააგდეს, ფეხებს ურტყამდნენ და როდესაც მანქანაში ჩასვეს, დაინახა, რომ ურტყამდნენ სამ ადამიანს და ამის შემდეგ ‘ახალი მოვიდა, ახალიო“ და ამის შემდეგ ჩემზე გადმოვიდნენო, მირტყამდნენ სახეში, მაგინებდნენო. სახეზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები თვალის მიდამოში, ასევე ტანზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. მეორე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან არ მინახავს. ამ იზოლატორში არ არის, – ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
დაკავებულ აქტივისტთან ცოტა ხნის წინ ომბუდსმენი და კარლო კაციტაძის უწყების წარმომადგენლები შევიდნენ.