“20 კაცი ახრჩობდა” – ქუთაისში ხალხის ცემა დაიწყეს

2 weeks ago 10

ქუთაისში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირსპირებაა- წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავეს და დაკავებამდე მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ გომელაურის უწყების თანამშრომლებმა აქციის 2 მონაწილე ძირს დააგდეს და წიხლებით შედგნენ.

“20 კაცი ახრჩობდა და ბავშვმა გონება დაკარგა“, – ამბობს აქციის მონაწილე.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი.

სრულად წაკითხვა