20-დან დავიწყებთ იმას, რაც ყველას გააკვირვებს – დავით დოაიშვილი

3 days ago 2

ვასო აბაშიძის ახალი თეატრის ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი ამბობს, რომ 20 იანვრიდან მსახიობები “დაიწყებენ იმას, რაც ყველას გააკვირვებს”. რეჟისორის თქმით, ყველანაირ საპროტესტო თუ სახელოვნებო ხერხს გამოიყენებენ, რათა ხელისუფლებამ, რომელიც ხელოვანებს არაფრად აგდებს, საკუთარი ხმა გააგონონ და ძალა აჩვენონ.

ყველანაირ საპროტესტო ფორმას გამოვიყენებთ და ყველანაირ სახელოვნებო ფორმას გამოვიყენებთ. რა იქნება, მაგას ვაჩვენებთ, მართლა. ჩართულია წამზომი. დროს ვითვლით, მართლა. გაათავსიუფლონ სასწრაფოდ ყველანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელი მოხდება. ხომ ვერ გვხედავენ, ხომ არ გთვლიან, რომ არ ესმით ჩვენი ხმა, გუშინ ხომ სასამართლომ გვითხრა, რომ არ ვარსებობთ, ვაჩვენებთ როგორ ვარსებობთ. არ მინდა ამ გეგმის თქმა, იმიტომ, რომ 20-დან დავიწყებთ იმას, რაც ყველას გააკვირვებს, მათ შორის, „ოცნებას“, პირველ რიგში, – ამბობს დოაიშვილი.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი ივანიშვილის რეჟიმს ულტიმატუმს უყენებს – ხელოვანები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სხვა პოლიტპატიმრები 20 იანვრამდე გაათავისუფლონ.

სრულად წაკითხვა