ქუთაისში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირსპირებაა- წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავეს და დაკავებამდე მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ გომელაურის უწყების თანამშრომლებმა აქციის 2 მონაწილე ძირს დააგდეს და წიხლებით შედგნენ.
“20 კაცი ახრჩობდა და ბავშვმა გონება დაკარგა“, – ამბობს აქციის მონაწილე.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და სპეცრაზმი.