20-წლამდელები | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან

6 hours ago 1

ხვალ ჩვენი დროით 20 საათზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში „ჯუნიორ ოლ ბლექსს“ ვიადანაში (იტალია), „ლუიჯი ძაფანელაზე“ შეერკინება.

პირველ ტურში ახალმა ზელანდიამ მასპინძელი იტალია 14:5 დაამარცხა. საქართველომ თავისი შეხვედრა ირლანდიასთან 28:35 დათმო, თუმცა 4 ლელოს გატანისა და 7-ქულიანი სხვაობისთვის 2 საცხრილო ქულა აიღო. იმ თამაშის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ სასტარტო შემადგენლობისა და მარქაფის 4-4 მოთამაშე შეცვალა.

ცენტრში დათა ახვლედიანის ნაცვლად თამაშს სანდრო მესხიძე იწყებს, ხოლო ფრთაზე ტარიელ ბურთიკაშვილის ნაცვლად საბა შარვაშიძეს ვიხილავთ. კვაჭის პოზიციაზე მიხეილ ხახუბიას ნაცვლად შოთა ხელაძე დაწინაურდა, ხოლო მესამე ხაზში ლუკა ნარსიას ნიკა აბესაძე ჩაანაცვლებს.

ბურჯის პოზიციაზე მარქაფაში გამოჩნდა გიორგი ძაგანია, ხოლო მესამე ხაზში ჩაქვის სარაგბო სკოლის აღზრდილი მოთამაშე გიორგი არძენაძე. ხაზში გუნდს „არმიელები“ - გიორგი ჯაში და სანდრო სესიაშვილი გააძლიერებენ.

2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

გ ჯგუფი. მეორე ტური. 4 ივლისი

ვიადანა (იტალია). „ლუიჯი ძაფანელა“. 20:00 საქ. დრო

საქართველო - ახალი ზელანდია

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. სანდრო მესხიძე (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. საბა შარვაშიძე (აია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიორგი ჯაში (არმია), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია).

სრულად წაკითხვა