WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მარტვილის მუნიციპალიტეტ, სოფელ ნალეფსაოში, 20 წლის საბა დაგანძე გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა იპოვეს. ახალგაზრდა ბიჭი კერძო სკოლა „სხივის“ კურსდამთავრებულია.

ყოფილი მოსწავლის გარდაცვალების სკოლა სამძიმრის წერილით ემშვიდობება:

„ძალიან მძიმე დღეები გვიდგას. გარდაიცვალა ჩვენი მოსწავლე საბა დაგანძე. შეძრულია ყველა. დაგვადუმა ამ ტრაგედიამ. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩვენს საბას.

კერძო სკოლა “სხივი” თანაუგრძნობს ოჯახს, ამ გაუსაძლისი ტრაგედიის გამო“, – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.